2008 –2009 სასწავლო წელს საჩხერის სოფელ მოხვის საშუალო სკოლამ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო GERNI -ის პროექტში "ჩემი საცხოვრებელი ადგილი" ჩვენი სოფელი ძალიან ლამაზია ისტორიულ ადგილას მდებარეობს და ამიტომ ჩვენი სოფლის შესახებ მოვიძიეთ ინფორმაცია ჩვენ ხელმძღვანელობა გაგვიწია სოფელ მოხვის საშუალო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა ნატო ნოზაძემ სწორედ მისი დამსახურებაა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება; პროექტზე მუშაობისას ძალიან დაგვეხმარა მთელი ჩვენი სკოლა როგორც პედაგოგები ასევე მოსწავლეები, ისე გამოვიდა რომ პროექტზე მთელმა სოფელმა იმუშავა ყველანი დიდი სიხარულით გვეხმარებოდნენ;” ჩემი საცხოვრაბელი ადგილი” პროექტში მონაწილე მოსწავლეები
1) ლაცაბიძე რამინი
2) მიქელაშვილი ლიკა
3) მერმანიშვილი ბონდო
4) გოგავა ზურაბი
5) მერმანიშვილი ბესიკი
6) გოგავა ვასო
7) ომიაძე ლაშა
8) მაჩვიძე ვასო
9) მიქელაშვილი მარიამი
10) სხირტლაძე მარიამი თითოეულ მოსწავლეს დაევალება მოიძიოს ინფორმაცია თავისი სოფლის შესახებ. სოფლის ისტორიული ძეგლების, სკოლასა და სოფლის ცხოვრებასთან დაკავშირებით. გ ე გ მ ა
1) სოფლის ბუნება, როგორია ფლორა და ფაუნა.
2) გეოგრაფიულად სად მდებარეობს სოფელი მოხვა.
3) სოფლის ისტორია, საიდან მოდის მისი სახელი.
4) სოფლის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები.
5) რა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა.
6) ცხოვრობდა თუ არა ცნობილი ადამიანი ჩვენს სოფელში.
7) რამდენი წლის არის სოფელი დაახლოებით.
9) მოვიძიოთ სკოლის ისტორია. თანამედროვე სახე.
10) რა მცენარეები არის გავრცელებული.
11) რა განსხვავებული კულინარული რეცეპტი არის სოფელში.
12) დაევალათ მოსწვლეებს დახატონ სოფელი, სკოლა და თავისი საცხოვრებელი ადგილი.
13)დავწეროთ მოხვაზე ლექსი და მოთხრობა.
14) მასალების შეტანა ვებ გვერდზე სახელი “მოხვა”.
15) გეგმის შემუშავება, როგორ უნდა მოხვდე სოფელ მოხვაში.
სად მდებარეობს გეოგრაფიულად ჩემი საყვარელი სფელი
მოხვა
სოფელი მოხვა მდებარეობს ზემო იმერეთში, კერძოდ საჩხერის რაიონში. კავკასიონის შემადგენლობაში შემავალი რაჭის წყალგამყოფი ქედი, რომელიც თავისთავად ორი დიდი რეგიონის, კერძოდ რაჭის და იმერეთის გამყოფი მთებიც არის, სოფელი მოხვა მაღალი მთის სოფლადაა მიჩნეული, ვინაიდან იგი ზღვის დონიდან დაახლოებით 900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელს ამშვენებს ულამაზესი ლანდშაპტი, ტყეებითა და სამფეროვანი კალმახით მდიდარი მდინარეები. მდინარე მოხურა სოფელს ორ ნაწილად ყოფს. მდ. მოხურა სათავეს რაჭის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებიდან იღებს და უერთდება მდინარე ჯრუჭულას, რომელიც ამ მდინარის მარჯვენა შენაკადია.ფასკნარა, რომლითაც ჭიათურა მარაგდება წყლით. მდინარე მუხურას ჭორომებიანია და მთლიანად მის გარშემო ულამაზესი მიდამოებია გადაშლილი. სოფლის, კერძოდ რამოდენიმე მეტრის მოშოირებით ასევე ცნობილია ულამაზესი მთის ტბათ, რომელიც დევის ტბის სახელითაა ცნობილი. იმისათვის რომ სოფელში მოვხვდეთ აუცილებლად გავივლით საჩხერის რაიონს, სოფლებს: სარკეს, ქვემოხევს, ცხომარეთს.გზას, რომელსაც სამ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს, ანუ შუაზე ჰყოფს ცნობილი ჯრუჭულის მდინარეა, რომელსაც პარალერულად ჯრუჭულის ხეობითაა ცნობილი. მდინარე ჯრუჭელა კი თავისი შენაკადებით უერთდება ყვირილას. სოფელი მოხვა ადმინისტრაციული ცენტრიდან დაახლოებით თოთხმეტი კილომეტრითაა დაშორებული.მოხვის ბუნება
მოხვა მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ აღმოსავლეთ კალთაზე.ირგვლივ ქედები აკრავს. აქ გავრცელებულია ფოთლოვანი მცენარეები:მუხა, წიფელა, წაბლი. წიწოვანი მცენარეები:ნაძვი, ფიჭვი. მაღლა მთებში არის ალპური ზონა, სადაც ზაფხულის სათიბებია (ხიხას მთაზე). მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. აქ ბინადრობს:დათვი,მგელი,ტურა, მელა, ირემი, კურდღელი და სხვა. გავრცელებულია შავი და წითელი მიწა ნიადაგები. მოსახლეობა ეწევა მიწათმოქმედებას. მთაში მოჰყავთ კარტოფილი, სიმინდი, ლობიო. მოსახლეობა ეწევა მესაქონლეობას, ნადირობას.
მარიამ მიქელაშვილი
მოხვის ისტორიული ძეგლები
მოხვაში მრავალი ეკლესიაა. მათ შორის ყველაზე უძველესია ბზანარის ეკლესია. უცნობია მისი წარმოშობა. არ არის ცნობილი ვისი სახელობის იყო .მხოლოდ გადმოცემით ვიცით, რომ იქ ბერი ცხოვრობდა. იპოვეს საგუცხური, აგრეთვე მოჭედილი ფირფიტა წარწერით ,,შეჭედილია ხელითა ჩემითა ცაბოლა” .
ეს წარწერა შესრულებულია ასმომთავრულით, ზოგი ანდრია პირველწოდებულის სახელსაცც კი მის აგებას უკავშირებს. ზუსტი ინფორმაცია არ მოგვეპოვება.
უძველესია აგრეთვე სამების ეკლესია, რომელიც მთის მწვერვალზეა აგებილი დაახლოებით მე-7 _ მე-8 საუკუნიდან. მთის მწვერვალზე ხალხი ადის და ლოცულობს, აყავთ შესაწირი.
წმინდა გიორგის ეკლესია ორია მოხვაში. ერთი სოფლის შუაგულშია , ხოლო მეორე სოფლის ნაპირას. სოფლის შუაგულში ეკლესია აშენებულია XII საუკუნეში,
მეორე წმინდა გიორგის ეკლესია კი XII -XIII საუკუნეშია აგებული. ახალი ეკლესია ააშენეს ძველი ეკლესიისადგილას ,ოთარ და რობერტ გოგვებმა.
ძველი მოსახლეობა განადგურებულია მოხვაში მიწისძვრის ან მეწყერის შედეგად. მოსახლეობა რომელიც აქ არის ითვლის 3-4 საუკუნეს პირველი. მოსახლე ყოფოლა თევდორე ცურცვაძე, შემდეგ რაჭიდან გადმოსულან ომიაძეები, კუჭაშვილები , მაჩაიძეები ,ჯრუჭიდან გოგავები. ეს ტერიტორია ძალიან ნაყოფიერია თავისი ნიადაგით , ხილით , მოსავლით , ბუნებით . ამიტომ ყოველთვის ყოფილა რაჭის ერისთავის და წერეთლების სადავო . მე-19 საუკყნიდან სოფელი წერეთლების მფლობელობაში იყო.
ჩემი სოფელი არის ძალიან სტუმართმოყვარე . ვინც კი ერთხელ მოსულა
აქ გაჩენია მეორედ მოსვლის სურვილი და მოსულა კიდევაც . აქ იმერული სტუმართმოყვარეობით მეგებებიან.
მოხუცი ქალები აკეთებენ განსაკუთრებულ კერძებს რომლებიც სხვაგან არ იციან.
კარტოფილის შეჭამანდი კეთდება უფრო ზამთარში.
გათლილ კარტოფილს მოვხარშავთ, რომ მოიხარშება დავუმატოთ დანაყილი ნიორი, 2 კბილი, ნიგოზი და მარილი. ჩავზელთ დიდი კოვზით, კიდევ წამოვადუღებთ და წვნიანი მზად არის.
მასალა: ნახევარი კილო კარტოფილი, 2 კბილი ნიორი, ნიგოზი.
ქალაკოდა [კეთდება უფრო ზამთარში]
ქალაკოდა არის ბალახოვან_ფოთლოვანი მცენარე, ამოდის ადრე გაზაფხულზე. ქალაკოდას ფოთლები შრება მშრალ ადგილზე. გამომშრალ ფოთლებს მოვხარშავთ კარგად, დავუმატებთ დანაყილ
ნიგოზს, ნიორს და მარილს, ქაქალაკოდას შეჭამანდი მზად არის.
ანჩხლი [გაზაფხულის შეჭამადი]
ანჩხლი არის მცენარე რომელიც ადრე გაზაფხულზე ამოდის . აქვს ყვავილოვანი ღერო . ახლად მოკრეფილი ანჩხლის ღეროები მოვხარშოთ, გადავუწუროთ წყალი, დავკეპოთ.შევაზავოთ ნივრით და ნიგოზით .