Tuesday, July 13, 2010

"მოხვის " გზა და სკოლა

მოხვის გზა და სკოლა

1987 წლის 11 ნოემბერს მოხვაში გაკეთდა საავტომობილო გზა. 14 კილომეტრიანი მშენებლობა
2 თვეში დამთავრდა. ძალიან რთული სამუშაოები მიმდინარეობდა მთებში, ეს არის კლდიანი მონაკვეთი. ამ დიდ სასახლო საქმეში დიდი წვლილი შეიტანა საჩხერის სატყეო მეურნეობის კოლექტივმა, იტყობინება გაზეთი “სოფლის ცხოვრება”. აქამდე ხალხს მდ. მოხვის წყლის გადალახვა უხდებოდა. ფაქტიურად სოფლის მცხოვრებლები მოწყვეტილი იყვნენ რაიონს.
საზეიმოდ გაიხსნა გზა 1984 წლის 11 ნოემბერს. გზის გახსნა ნამდვილად სახალხო ზეიმად იქცა. სიტყვით გამოვიდა საჩხერის რაიონის პირველი მდივანი ჯ. გოგორიძე.
ამ დღეს გაიხსნა სოფელ მოხვის 8 წლიანი სკოლა, მანამდე მოხვაში იყო 4 წლიანი დაწყებითი სკოლა, რომელიც 1924 წელს გაიხსნა და პირველი დირექტორი იყო. . . 1991 წელს სკოლა მთლიანად დაინგრა მიწისძვრის შედეგად. სკოლა განთავსებულ იქნა ვაგონებში. 2003 წელს საჩხერის საქველმოქმედო ასოციაციამ “ატემ” დაასრულა სკოლის მშენებლობა, რომელიც 200 მოსწავლეზე იყო გათვლილი (გვამცნობს გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა)


ლიკა მიქელაშვილი
V კლასის მოსწავლე
მოხვის სკოლა
1. 1924 წლიდან დაარსდა სოფ. მოხვის დაწყებითი სკოლა (4 წლიანი). დირექტორი ბუჭულა გიორგი
2) 1948 წლის 11 ნოემბრიდან მოხვის დაწყებითი სკოლა გადაკეთდა მოხვის 8 წლიან სკოლად. სკოლის დირექტორი: ვახტანგ კაპანაძე, რომელიც მუშაობდა 1952 წლამდე. (1948-1952წ)
3) 1952 წლის მაისიდან _ 1953 2 თებერვლამდე მუშაობდა ალიოშა ჭიღლაძე. (1932-1953წ)
4) 1953წ. 1 მარტიდა ზურაბ კაპანაძე. მუშაობდა 1954 წლამდე.(1953-1954)
5) (1954-1955) მუშაობდა ალიოშა ჭიღლაძე.
6) (1955-1956წ) მუშაობდა ვერა აბესაძე.
7) (1956-1957წ) მუშაობდა კონსტანტინე ხოჭაშვილი.
8) (1957-1958წ) მუშაობდა გივი ხითარიშვილი.
9) (1972-1973წ0 მუშაობდა ნარგიზ გაბაძე.
10) თემურ კიპაროიძე
11) ანზორი ბაზაძე
12) შოთა ზაბახიძე
13) ნატო მაქაძე 1992 წლიდან დღემდე. 1991 წელს 8 წლიანი სკოლა მიწისძვრამ დაანგრია. 2003წ. აშენდა ახალი სკოლა.
ინფორმაცია მოიძია მარიამ სხილტრაძემ. სკოლის არქივიდან.

No comments:

Post a Comment