Tuesday, July 13, 2010

"მოხვის" ისტორიული ძეგლები

მოხვის ისტორიული ძეგლები

მოხვაში მრავალი ეკლესიაა. მათ შორის ყველაზე უძველესია ბზანარის ეკლესია. უცნობია მისი წარმოშობა. არ არის ცნობილი ვისი სახელობის იყო .მხოლოდ გადმოცემით ვიცით, რომ იქ ბერი ცხოვრობდა. იპოვეს საგუცხური, აგრეთვე მოჭედილი ფირფიტა წარწერით ,,შეჭედილია ხელითა ჩემითა ცაბოლა” .
ეს წარწერა შესრულებულია ასმომთავრულით, ზოგი ანდრია პირველწოდებულის სახელსაცც კი მის აგებას უკავშირებს. ზუსტი ინფორმაცია არ მოგვეპოვება.
უძველესია აგრეთვე სამების ეკლესია, რომელიც მთის მწვერვალზეა აგებილი დაახლოებით მე-7 _ მე-8 საუკუნიდან. მთის მწვერვალზე ხალხი ადის და ლოცულობს, აყავთ შესაწირი.
წმინდა გიორგის ეკლესია ორია მოხვაში. ერთი სოფლის შუაგულშია , ხოლო მეორე სოფლის ნაპირას. სოფლის შუაგულში ეკლესია აშენებულია XII საუკუნეში,
მეორე წმინდა გიორგის ეკლესია კი XII -XIII საუკუნეშია აგებული. ახალი ეკლესია ააშენეს ძველი ეკლესიისადგილას ,ოთარ და რობერტ გოგვებმა.
ძველი მოსახლეობა განადგურებულია მოხვაში მიწისძვრის ან მეწყერის შედეგად. მოსახლეობა რომელიც აქ არის ითვლის 3-4 საუკუნეს პირველი. მოსახლე ყოფოლა თევდორე ცურცვაძე, შემდეგ რაჭიდან გადმოსულან ომიაძეები, კუჭაშვილები , მაჩაიძეები ,ჯრუჭიდან გოგავები. ეს ტერიტორია ძალიან ნაყოფიერია თავისი ნიადაგით , ხილით , მოსავლით , ბუნებით . ამიტომ ყოველთვის ყოფილა რაჭის ერისთავის და წერეთლების სადავო . მე-19 საუკყნიდან სოფელი წერეთლების მფლობელობაში იყო.

No comments:

Post a Comment