ჩემი სოფელი
ჩემი სოფელი მოხვა არის ჯრუჭულის ხეობის უძველესი სოფელი. სოფლის სიძველეზე მიგვანიშნებს ის ფაქტი რომ ამ პატარა სოფელში, რომლის უმრავლესობას მოხუცები შეადგენენ არის 6 ეკლესია. სოფელში მისასვლელი გზა ხეობაში მიდის და თანდათან მაღლა და მაღლა მიედინება. სოფელს ოთხივე მხრიდან მთები აკრავს. სოფლის შესასვლელში მარცხენა მთაზე არის სამების ეკლესია. სოფელში არის ორი წმინდა გიორგის ეკლესია. მარცხენა მხარეს მთის ძირში კი ახლად აშენებული ხვთისმშობლის და უძველესი ბზანარის ეკლესიის ნანგრევები. ჩვენმა მასწავლებელმა გვითხრა, რომ 1985 წელს ბზანარის ეკლესიის ნანგრევებიდან ამოღებული იყო ლითონის ფირფიტა, რომელზეც იყო ძველი ქართული წარწერა “ესე კარები არს შეჭედილი”.
ჩემი სოფლის ბუნება ძალიან ლამაზია , ტყეში ნადირ-ფრინველი ბუდობს, სოფელში ჩამომავალ მდინარე მოხურაში კი კალმახი. გაზაფხულზე ფრინველთა ჭიკჭიკი ატკბობს არემარეს . აქა იქ შემორჩენილი ურმის ჭრიალიც ისმის. ზაფხულზე დამსვენებლებით ივსება სოფელი. ისმის მხიარული ჟრიამული სოფელში, თუ ტყეში მყოფი ბავშვებისა. ყინულივით ცივ მდინარეს არ ერიდებიან ბავშვები, წუწაობენ და ერთობიან.
სექტემბრის დასაწყისში სოფელი კვლავ იცვლება. სიჩუმე ჩამოწვება სოფელში. ამ დროს თითქოს ჩიტებიც ჩუმდებიან, აღარ ისმის ჭიკჭიკი. სოფლის სიჩუმეს ურმის ჭრიალი და მეურმის შეძახილი არღვევს. ურმებით მოსავალს ეზიდებიან სახლში. მალე ზამთარიც დგება. ჩვენს სოფელში დიდი თოვლი იცის. სოფელში სიჩუმეა ჩამოწოლილი. თითქოს სიმყუდროვის დარღვევას ერიდება ყველა სულიერი. მხოლოდ სკოლის შენობიდან და ეზოდან ისმის ჟრიამული ამ დროს. ამ დროს თოვლის პაპას ვალკეთებთ .თოვლი რომ გადაიღებს, ჩვენი სოფლის გზაზე ციგებით ვსრიალებთ. ასეთია ჩემი სოფელი მოხვა.
მარიამ სხირტლაძე

No comments:
Post a Comment