ჩემი სოფელი არის ძალიან სტუმართმოყვარე . ვინც კი ერთხელ მოსულა
აქ გაჩენია მეორედ მოსვლის სურვილი და მოსულა კიდევაც . აქ იმერული სტუმართმოყვარეობით მეგებებიან.
მოხუცი ქალები აკეთებენ განსაკუთრებულ კერძებს რომლებიც სხვაგან არ იციან.
კარტოფილის შეჭამანდი კეთდება უფრო ზამთარში.
გათლილ კარტოფილს მოვხარშავთ, რომ მოიხარშება დავუმატოთ დანაყილი ნიორი, 2 კბილი, ნიგოზი და მარილი. ჩავზელთ დიდი კოვზით, კიდევ წამოვადუღებთ და წვნიანი მზად არის.
მასალა: ნახევარი კილო კარტოფილი, 2 კბილი ნიორი, ნიგოზი.
ქალაკოდა [კეთდება უფრო ზამთარში]
ქალაკოდა არის ბალახოვან_ფოთლოვანი მცენარე, ამოდის ადრე გაზაფხულზე. ქალაკოდას ფოთლები შრება მშრალ ადგილზე. გამომშრალ ფოთლებს მოვხარშავთ კარგად, დავუმატებთ დანაყილ
ნიგოზს, ნიორს და მარილს, ქაქალაკოდას შეჭამანდი მზად არის.
ანჩხლი [გაზაფხულის შეჭამადი]
ანჩხლი არის მცენარე რომელიც ადრე გაზაფხულზე ამოდის . აქვს ყვავილოვანი ღერო . ახლად მოკრეფილი ანჩხლის ღეროები მოვხარშოთ, გადავუწუროთ წყალი, დავკეპოთ.შევაზავოთ ნივრით და ნიგოზით .
No comments:
Post a Comment