Tuesday, July 13, 2010

პროექტი "სოფელი მოხვა"



2008 –2009  სასწავლო წელს საჩხერის  სოფელ მოხვის საშუალო სკოლამ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო GERNI -ის პროექტში "ჩემი საცხოვრებელი ადგილი" ჩვენი სოფელი ძალიან ლამაზია ისტორიულ ადგილას მდებარეობს და ამიტომ ჩვენი სოფლის შესახებ მოვიძიეთ ინფორმაცია ჩვენ ხელმძღვანელობა გაგვიწია სოფელ მოხვის საშუალო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა ნატო ნოზაძემ სწორედ მისი დამსახურებაა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება; პროექტზე მუშაობისას ძალიან დაგვეხმარა მთელი ჩვენი სკოლა როგორც პედაგოგები ასევე მოსწავლეები, ისე გამოვიდა რომ პროექტზე მთელმა სოფელმა იმუშავა ყველანი დიდი სიხარულით გვეხმარებოდნენ;

” ჩემი საცხოვრაბელი ადგილი” პროექტში მონაწილე მოსწავლეები

1) ლაცაბიძე რამინი
2) მიქელაშვილი ლიკა
3) მერმანიშვილი ბონდო
4) გოგავა ზურაბი
5) მერმანიშვილი ბესიკი
6) გოგავა ვასო
7) ომიაძე ლაშა
8) მაჩვიძე ვასო
9) მიქელაშვილი მარიამი
10) სხირტლაძე მარიამი თითოეულ მოსწავლეს დაევალება მოიძიოს ინფორმაცია თავისი სოფლის შესახებ. სოფლის ისტორიული ძეგლების, სკოლასა და სოფლის ცხოვრებასთან დაკავშირებით.

გ ე გ მ ა
1) სოფლის ბუნება, როგორია ფლორა და ფაუნა.
2) გეოგრაფიულად სად მდებარეობს სოფელი მოხვა.
3) სოფლის ისტორია, საიდან მოდის მისი სახელი.
4) სოფლის ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები.
5) რა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა.
6) ცხოვრობდა თუ არა ცნობილი ადამიანი ჩვენს სოფელში.
7) რამდენი წლის არის სოფელი დაახლოებით.
9) მოვიძიოთ სკოლის ისტორია. თანამედროვე სახე.
10) რა მცენარეები არის გავრცელებული.
11) რა განსხვავებული კულინარული რეცეპტი არის სოფელში.
12) დაევალათ მოსწვლეებს დახატონ სოფელი, სკოლა და თავისი საცხოვრებელი ადგილი.
13)დავწეროთ მოხვაზე ლექსი და მოთხრობა.
14) მასალების შეტანა ვებ გვერდზე სახელი “მოხვა”.
15) გეგმის შემუშავება, როგორ უნდა მოხვდე სოფელ მოხვაში.


No comments:

Post a Comment